სამშაბათი, 2025-07-22, 3:19 PM | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | ||
"ქართლი" |
საიტის მენიუძებნასტატისტიკა![]() საათი: 3:19 PM თქვენი IP: 216.73.216.168
თარიღი: 2025-07-22 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
მინი ჩატიმთვლელისტატისტიკასტატისტიკაBlock title |
![]() სტატიების კატალოგი
ყაზბეგი
|
|
![]() | ![]() |
ქართლი © 2025 | Free site builder - uCoz |
დილიდან გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით.
გზად მოვინახულბეთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს.
გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.)და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). საქართველოს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ულამაზესი და ამაღელვებელია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით.
სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგისმყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.
პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს.
უკან დაბრუნებისას დავათვალიერებთ სოფელ სნოში, მდინარის პირას კლდოვან გორაკზე აღმართულ სნოს ციხეს (XVIს.) და ახლად აშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს.
საღამოს დაბრუნება